„ეს დღე ჩვენია“​ - შაშიანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კლასის საათი მიეძღვნა
27-05-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩაატარეს კლასის საათი -„ეს დღე ჩვენია“.

მათ ისაუბრეს აღნიშნული თემის ირგვლივ, წაიკითხეს ლექსები საქართველოზე, ნახეს დემოკრატიული საქართველოს დროშა, მოისმინეს ძველი ჰიმნი და შეასრულეს ახალი.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203