მარადისის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები სამახსოვრო ღონისძიებით გააცილა
27-05-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები სამახსოვრო ღონისძიებით გააცილა
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის სკოლის ბოლო დღე ემოციური იყო. მოსწავლეებს დიდი სიყვარულით გამოეთხოვნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელები და პედაგოგები. სკოლა მოსწავლეებს ულოცავს სკოლის წარმატებით დასრულებას და მომავალში წარმატებებს უსურვებს.