
ყაზბეგის სიონის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
სკოლაში გაიმართა მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი გამოფენა, რომელიც ეროვნულ დღესასწაულს მიეძღვნა. ასევე მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები.
„დიდი მადლობა ყველას ასეთი ლამაზი და ემოციური დღისათვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.