„ეს დღე ჩვენია“ - დაბა სურამის N1 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პროექტი მიუძღვნეს
27-05-2021
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტი- „ეს დღე ჩვენია“ განახორციელეს.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

იხილეთ ფოტოები
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...