„ვინ უკეთ იცის საქართველოს ისტორია?“ - ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა
27-05-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მოსწავლეებმა ჩაატარეს ვიქტორინა - „ვინ უკეთ იცის საქართველოს ისტორია?“
„ღონისძიებაში მონაწილეობდა ორი გუნდი „დავითიანი“ და „შამქორი“. პირველ ტურში მონაწილეებს უნდა დაეჯგუფებინათ ფერად ბარათებზე დაწერილი ერთიანი საქართველოს მეფეები - მათი მეფობის წლებით, ხოლო მეორე ტურში საქართველოში გადახდილი ბრძოლები მათი წლებით. ორივე გუნდმა ცოდნაში თანაბარი ქულები დააგროვა, ოღონდ ეს დავალება ორივე ტურში უფრო სწრაფად გუნდმა „დავითიანმა“ შეასრულა, შესაბამისად ღონისძიების გამარჯვებულიც ის გახდა.
კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე , ღონისძიებაზე არ შექმნილა ჟიური და შედეგები ისტორიის მასწავლებელმა დალი შავაძემ და მასწავლებლის თანაშემწემ ელენე შავაძემ შეაჯამეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს