„იმედი მაქვს, ასახელებთ მშობლიურ სკოლას, მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას“-ყანდაურის საჯარო სკოლის დირექტორის მიმართვა კურსდამთავრებულებს
27-05-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია სამებელაშვილი - ჯავახიშვილი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
„გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ!
სკოლა... ბავშვობის წლები... საუკეთესო წლებია, რომელსაც უკან ვერ დაიბრუნებთ. ცოდნის ამ პატარა ტაძარში იწყება თვალსაწიერის გაფართოება, ახლის შეცნობა.
დადგა დრო, თქვენ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯები უნდა გადადგათ, იმედი მაქვს, რომ საკუთარი მიღწევებით ასახელებთ მშობლიურ სკოლას, მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას. მშობლებსა და პედაგოგებს კი, მადლობას ვუხდი გაწეული შრომისათვის“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნატალია სამებელაშვილი - ჯავახიშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს