ქარელის N1 სკოლის პირველკლასელებმა დამოუკიდებლობის დღე სპორტულ-გასართობი შეჯიბრით აღნიშნეს
27-05-2021

ქარელის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სპორტის ღია გაკვეთილი მიეძღვნა. 

I კლასში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ მოეწყო. 

პირველკლასელები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ და ბევრი იხალისეს. 

მოსწავლეთა პედაგოგები ჯენეტ ივანიძე და იამზე გონგლაძე გახლავთ. 

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს ღია გაკვეთილი სპორტში - „მხიარული სტარტები“ Iგ კლასის მოსწავლეებმა. წარმატებები პატარებო! მხიარულ და ლაღ ბავშვობას გისურვებთ!“, -აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203