ლამბალოს საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები ღონისძიებით გააცილეს
27-05-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლამ მე-12 კლასელების გასაცილებლად მცირე ღონისძიება მოაწყო.

„2021 წლის 20 მაისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა მოამზადეს მცირე ღონისძიება სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით. ღონისძიება ჩატარდა სკოლის სააქტო დარბაზში პანდემიის რეგულაციების სრული დაცვით.

სიტყვით გამოვიდნენ და მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლის დირექტორმა ბატონმა დავით როსტომაშვილმა, დირექტორის მოადგილეებმა, კლასის დამრიგებლებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და დაწყებითი კლასის პირველმა მასწავლებლებმა.

შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა, ისმოდა თბილი და გულისამაჩუყებელი სიტყვები, იყო ღიმილიც და ცრემლებიც. ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს მომავალი ცხოვრების გზას და ვუსურვებთ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203