წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
27-05-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
„26 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის 15 მოსწავლეს უმასპინძლა. ღონისძიება ჩატარდა თბილისის საკრებულოს, ეროვნული ბიბლიოთეკისა და თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ფარგლებში. სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნების სასაჩუქრე პაკეტები. ქალაქ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მიწვევით მოსწავლეებმა დაათვალიერეს კონსტანტინე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია