„მე პატარა ქართველი ვარ“ - ზედა საქარის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღეს გაკვეთილი მიეძღვნა
27-05-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩატარადა გაკვეთილი თემაზე - „მე პატარა ქართველი ვარ“.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაკვეთილი თემაზე - "მე პატარა ქართველი ვარ" კლასის დამრიგებლის მაია გუჩმანიძე და დირექტორის ფატი გურეშიძის ხელმძღვანელობით ინოვაციურად და ინტეგრირებულად ჩატარდა ....მონაწილეობდნენ I და VIII კლასის მოსწავლეები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203