ხიზაბავრის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა
27-05-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები ჩაატარეს.

„ხიზაბავრის საჯარო სკოლაში 24 და 25 მაისს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა ჩაატარეს გაკვეთილები, თემაზე „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა". აგრეთვე, IX და X კლასების მოსწავლეებმა ღია სივრცეში, სკოლის ეზოში გამართეს ღონისძიება, სადაც წაიკითხეს ლექსები, ამონარიდები ცნობილი ადმიანების გამონათქვქმებიდან და შეასრულეს საქართველოს ჰიმნი.

ღონისძიებას ორგანიზატორები იყვნენ სკოლის დირექტორი ა. ადეიშვილი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლ.მურადაშვილი და მეათე კლასის ხელმძღვანელი  ლ.დათაშვილი", - აღნიშნულია პედაგოგის ლიანა მურადაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203