ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ორიგინალურად აღნიშნეს
27-05-2021

ვანის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს. 

სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი დღე საინტერესო და სახალისო აქტივობით აღნიშნეს. სკოლის ეზოში სახელმწიფო დროშა გამოსახეს. 

„გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ბედნიერ და გაბრწყინებულ საქარველოში გვეცხოვროს!  
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა სახელმწიფო დროშის გამოსახვით მოგვილოცეს ეს დღე“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203