თისელის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
27-05-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია 1918 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. პედაგოგებთან ერთად ისაუბრეს დამოუკიდებლობის არსზე და მის მნიშვნელობაზე. ასევე სკოლის ეზოში შეასრულეს ნახატები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია