წევის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
27-05-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

„წევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მიზანი იყო ისტორიული წარსულის გახსენება და 1918 წლის 26 მაისის სიხარულის გაზიარება. ღონისძიება იყო დატვირთული მრავალფეროვანი აქტივობებით. მოსწავლეებმა შეასრულეს სახელმწიფო ჰიმნი, პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ლექსები, გააცოცხლეს ქართული კულტურა ცეკვითა და სიმღერით.

ღონისძიები ორგანიზატორები იყვნენ ქეთევან ცერცვაძე და მაკა კელენჯერიძე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203