საიმერლოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანა ხარშილაძემ საგანმანათლებლო პროექტში წარმატება მოიპოვა
27-05-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანა ხარშილაძემ საგანმანათლებლო პროექტში „დიდგორელი“ მე-2 ადგილი დაიკავა. სკოლის დირექცია ულოცავს ანას მიღწეულ წარმატებას.

„დასრულდა საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“, რომელშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის კლასების დიდგორელები მონაწილეობდნენ.

დღეს ამ მასშტაბური პროექტის ფინალური ტური გაიმართა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

საიმერლოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანა ხარშილაძემ მეორე, საპატიო, ადგილი დაიკავა და გაგვახარა!

ვულოცავთ, ანას ამ წარმატებას! ვულოცავთ მის პედაგოგებს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წინსვლას!

მადლობა პროექტის ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო 4 ეტაპისთვისა და ფინალური ტურისთვის!“- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203