
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
საქართველოს დროშით ხელდამშვენებულმა მოსწავლეებმა ამ მნიშვნელოვან დღეს მცირე ღონისძიება მიუძღვნეს. ღონისძიებაზე მათ ისაუბრეს 1918 წლის 26 მაისის შესახებ, ასევე წაიკითხეს ლექსები.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ჩვენია!“ - აღნიშნეს ერთხმად ღონისძიების მონაწილეებმა.
იხილეთ ფოტოები