თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს
27-05-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლაში, მეორე კლასის მოსწავლეეების მონაწილეობით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თბილისის N103 სკოლის მეორე კლასელებმა პედაგოგის ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე და სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია