გამარჯვების საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია მოეწყო
27-05-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია მოეწყო.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამარჯვების საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გაალამაზეს სკოლის ეზოში არსებული სკვერი, დარგეს ყვავილები და ნერგები, შეღებეს მიმდებარე ტერიტორია.