
ქუთაისის N17 სკოლაში უდიდესი ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. VI1 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნინო კოპალიანი) წარმოადგინეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოკლე ისტორია, შეასრულეს სიმღერა, ცეკვა, ასევე წაიკითხეს ლექსები და იზეიმეს თავისუფლება.
„ქუთაისის N 17 საჯარო სკოლა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლისთავს. საქართველოს ისტორია ეს არის ქართველი ხალხის განუწყვეტელი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ. სწორედ ამ ბრძოლის შედეგია ჯერ 1918 წლის 26 მაისი, შემდეგ კი-1991 წლის 9 აპრილი.
ჩვენი ვალია, ვასწავლოთ მომავალ თაობებს ერის ისტორია და აღვზარდოთ ისინი სამშობლოსა და მამულის ერთგულ მცველებად“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.