
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. ისინი სამუზეუმო ექსპონატებს გაეცვნენ. მოსწავლეებისთვის მუზეუმში გატარებული დრო შთამბეჭდავი იყო.
„მუზეუმების სადღესასწაულო დღეების დროს ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორის, ქალბატონ მარინა სულაქველიძის ინიციატივით, ჩვენმა მოსწავლეებმა მემორიალურ სივრცეში, დროის მანქანით ვირტუალურ მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურეს... ქალბატონ ნატა ვარლამიშვილისგან მოისმინეს ზაქარიას უახლოეს ნათესავთა შემონახული ზეპირი მოგონებები, გაეცვნენ სამუზეუმო ექსპონატებს...
ხელოვნების მასწავლებელ შორენა ზვიადაძის მოსწავლეებისათვის ეს დღე ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები