ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს
27-05-2021
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს.
მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია