„ერთად ვუთხრათ არა სიძულვილს“ - თბილისის N71 სკოლის მოსწავლეები ასფალტზე ხატვის კონკურსში ჩაერთვნენ
თბილისის N71 საჯარო სკოლის მე-31 კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების კლუბის პროექტში ჩაერთვნენ და ასფალტზე ხატვის კონკურში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სკოლის ეზოში მოეწყო.
„თბილისის N71 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი პროექტის - „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ ფარგლებში, ჩვენ მე-31 კლასმა მივიღეთ მონაწილეობა ასფალტზე ხატვის კონკურსში - „ერთად ვუთხრათ არა სიძულვილს“.
მე-31 კლასის მოსწავლეები სიძულვილსა და ძალადობას ვეუბნებით არას! ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი!
ჩვენ ვირჩევთ: სიყვარულს მეგობრობას სიმშვიდეს სიკეთეს ერთად დგომასა და ერთმანეთის მხარდაჭერას!“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: