თბილისის N133 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს
27-05-2021
 

თბილისის N133 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ანა ურუშაძის ხელმძღვანელობით 26 მაისს ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს.

„ტრადიციულ ეროვნულ ფორმაში გამოწყობილი ჩვენი პატარები სასიმღერო და საცეკვაო ნომრებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე, ემოციური და სიმბოლური დადგმებით კი კიდევ ერთხელ შეგვახსენეს რომ საქართველო და სამაჩაბლო ყოველთვის იქნება საქართველო!

„თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!” - პატარა ასაკიდან იციან ჩვენმა უნიჭიერესმა აღსაზრდელებმა ეს ჭეშმარიტება და პირობას დებენ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიას ღირსეულად გააგრძელებენ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, კიდევ იმას რომ ჩვენი მომავალი მათ ხელშია“, -აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ბმული:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203