ქუთაისის N19 სკოლის ქიმიის კლუბის წევრებმა თემაზე - „ჰალოგენები“ მორიგი ცდა ჩაატარეს
27-05-2021

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიას საინტერესო ცდებით სწავლობენ. ქიმიის კლუბის წევრებმა, ხელმძღვანელ ნინო ბენიძესთან ერთად, მორიგი ცდა ჩაატარეს თემაზე: „ჰალოგენები“.

„ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ მეურვემ ნინო ბენიძემ და კლუბის წევრებმა ჩაატარეს ცდები თემაზე: „ჰალოგენები“.

ყველა ჰალოგენი მკვეთრი სუნის მომწამლავი ნივთიერებაა, მცირედ იხსნება წყალში. გამონაკლისია ფთორი, რომელიც შლის წყალს. იოდის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ოდნავი გაცხელებისას გალღობის გარეშე გადადის აირად მდგომარეობაში იისფერ ორთქლის წარმოქმნით. ამ პროცესს სუბლიმაცია ეწოდება“, -აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203