
ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს და კედლის გაზეთები შექმნეს. მათთვის პროექტზე მუშაობა საინტერესო იყო.
„ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრები და მოსწავლეები გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.