
ახმეტის N3 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას კიდევ ერთხელ ულოცავენ.
„ახმეტის N3 საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას, უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლას და ოცნებების ასრულებას“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები