
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.
„განსაკუთრებული, ემოციური, ბედნიერი - ამ სიტყვებმა გაიჟღერეს „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე, რომელიც კიროვაკანის საჯარო სკოლაში მოკრძალებულ ფორმატში ჩატარდა. სკოლის დირექტორმა პეტროს აკოპიანმა დამამთვრებელი კლასის მოსწავლეებს მიმართა, ეს დღე მიულოცა და ცხოვრების ახალი ასპარეზზე წარმატებული გზა უსურვა.
არსებული მდგომარეობისა და რეკომენდაციების ფარგლებში, კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეებმა მოახერხეს ეს დღე ყოფილიყო საინტერესო და დასამახსოვრებელი მათ ცხოვრებაში. მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს თითოეულ მასწავლებელს, იმღერეს, იცეკვეს და ემოციურ ფონზე გამოეთხოვნენ მშობლიურ სკოლას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები