დეხვირის საჯარო სკოლის​ საცდელი ნაკვეთი ათასგვარი ბოსტნეულ-ბაღჩეულის თესლითა და ნერგით გაივსო - მოსწავლეები ბარაქიან შემოდგომას ელიან
27-05-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სასკოლო-საცდელ ნაკვეთზე ათასგვარი ბოსტნეულ-ბაღჩეულის თესლი და ნერგი ჩაყარეს.

მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად პრაქტიკულ საქმიანობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაებნენ. 

„მაისის 20-ია, მზიანი და მხიარული დღე... სწორედ ისეთი, როგორიც მიწასთან ურთიერთობის და მოფერების სურვილს აღძრავს.

ამიტომ, დეხვირის საჯარო სკოლაში დიდი ფუსფუსი შეინიშნება.

სასკოლო-საცდელი ნაკვეთი გაივსო ათასგვარი ბოსტნეულ-ბაღჩეულის თესლითა და ნერგით.

მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად მონდომებითა და ინტერესით ჩაერთვნენ პრაქტიკულ საქმიანობაში და დიდი მოლოდინებით აღიჭურვენ მოსალოდნელი მოსავლის მიმართ.

ჰო, მართლა, ჩვენი უნიკალური ჯიშის ჯეჯილი „მახა“, „ზანდური“ და „დიკა“ მწვანედ ბიბინებს, უკვე თავთავებითაც დამძიმებულა და ამაყად იწონებს თავს მაისის კეკლუცა მზის სხივების ქვეშ.

ველით ბარაქიან შემოდგომას და სიხარულით სავსე მოსწავლე-პედაგოგების გაცისკროვნებულ სახეებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203