მესტიის N3 სკოლის ბენეფიციარებმა, ისტორიის პედაგოგ ლაშა შველიძის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ვიდეორგოლი ჩაწერეს
27-05-2021
მესტიის N3 საჯარო სკოლის ბენეფიციარებმა, ისტორიის მასწავლებლის ლაშა შველიძის ორგანიზებით, ჩაწერეს ვიდეორგოლი და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ვიდეორგოლი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203