ონარიის საჯარო სკოლაში მინი ფეხბურთში შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა
27-05-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოწყობილ „თავისუფლების თამაშების კვირეულში“ ჩაერთო. 21 მაისს, სკოლაში მე-7 და მე-6 კლასებს შორის გაიმართა შიდასასკოლო ჩემპიონატი მინი ფეხბურთში.

„აქტივობას ჰქონდა მხიარული სახე... სპორტისა და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ბევრი მოსწავლისათვის განსაკუთრებულად სახალისო და საინტერესოა, რადგან ამ დროს მათ ეძლევათ საშუალება გახარჯონ მათი ულევი ენერგია, იყვნენ ფიზიკურად აქტიურნი და იხალისონ გაკვეთილის განმავლობაში. 
აქტივობა ჩატარდა ქვეყნაში დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203