„გილოცავთ! ეს დღე ჩვენია!“ - ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
27-05-2021

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ჩვენია!“ - ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

საქართველოს დროშით ხელდამშვენებულმა მოსწავლეებმა ამ მნიშვნელოვან დღეს აქტივობა მიუძღვნეს.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203