ეწერის საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს
27-05-2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები, ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულ სამოსში გამოეწყვნენ.

ქართული კულტურის თავისებურებანი ხალხური სამოსელის მრავალფეროვნებაშიც გამოვლინდა. სამოსი კულტურის განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა ხალხს ტრადიციული სამოსიც სხვადასხვანაირი აქვს, რაც კარგად ასახავს არსებულ კულტურას, გარემო პირობებსა თუ უცხო კულტურათა გავლენას. საქართველო ცალკეულ კუთხეთა სამოსელის უნიკალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 18 მაისს ქართული სამოსელის დღე აღინიშნა წალენჯიხის ეწერის საჯარო სკოლაში. სასიამოვნო იყო გაკვეთილებზე მოსწავლეები ეროვნული სამოსელით. გაიმართა ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმის - „ქეთო და კოტე“ ჩვენება. ფილმი წარმოადგენს საინტერესო მასალას ქართული სამოსელის მრავალფეროვნებისას,  ასევე ეროვნული და ევროპული სამოსელის ურთიერთშერწყმის, ეროვნული სამოსის ევროპული სამოსელით ჩანაცვლების.

საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 18 მაისს აღინიშნება. მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203