ფერმის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
27-05-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს დღეს სკოლაში ღონისძიება მიუძღვნეს. ღონისძიება სკოლის დირექტორმა შახალი ისმაილოვმა გახსნა, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სასკოლო საზოგადოებას მოულოცა. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203