
მარნეულის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელ აითან აბასოვასთან ერთად პოსტერების გამოფენა მოაწყეს.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოტოები