ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
27-05-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

სკოლის დაწყებითი კლასის დამრიგებელმა ნათია იაკობიძემ საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა.

„მადლობა მას, რომ შეძლო პატარებისათვის აეხსნა და განემარტა 26 მაისის მნიშვნელობა. წარმატებები“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203