მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები - მარიამ მანაგაძე და იოანა ჟორჟოლიანი სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
27-05-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები - მარიამ მანაგაძე და იოანა ჟორჟოლიანი ცნობილი ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 61-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენება თემაზე: „ტარიელ ფუტკარაძის სახელმძღვანელოები“.

„2021 წლის 25 მაისს იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ცნობილი ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 61-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ შუახევის, საჩხერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებისა და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა შალვა კირთაძემ, განათლების ეროვნული ინსტიტუტის დამფუძნებელმა ხათუნა ჯავახაძემ, რომელმა ისაუბრა ტარიელ ფუტკარაძის მიერ დაფუძნებული სამი სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ.  

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მარიამ მანაგაძემ და იოანა ჟორჟოლიანმა. მათ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენება თემაზე: „ტარიელ ფუტკარაძის სახელმძღვანელოები“ - ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა დარსაველიძე. კონფერენციაზე წარმოდგენილა მოხსენებებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203