აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეს ლიტერატურულ კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა
26-05-2021
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო კონკურსებში.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ ანი ხარჩილავამ კონკურსში „ნუშების თოვლი“ წარადგინა საკონკურსო ესე, რომელმა მოწონება დაიმსახურა და ამავე კონკურსის სახელწოდებით გამოცემულ კრებულშიც დაიბეჭდა. მოსწავლეს ლიტერატურულ კონკურსშიაქტიური მონაწილეობისთვის სიგელიც გადაეცა.
კონკურსი საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა. სკოლის დირექცია ულოცავს ანის ამ წარმატებას და უსურვებს მომავალშიც არაერთხელ გაეხარებინოს გულშემატკივრები.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია