
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლის აისელ ორუჯოვას პოსტერი კონკურსში საუკეთესოთა შორის დასახელდა.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს.
„ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადავეცით.
ექვსი საუკეთესო პოსტერიდან ერთი-ერთი იყო მე-12 კლასის მოსწავლის აისელ ორუჯოვას პოსტერი.
ვულოცავთ ასეთ დიდ გამარჯვებას და მომავალშიც უსურვებთ წარმატებებს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.