მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს
26-05-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს.
„ეროვნული ღირსებისა და პატივისცემის დაცვა ღირებული და ფასეულია.
ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი - დიანა წაქაძე) მოიძიეს ინფორმაციები, წარადგინეს ფოტო და ვიდეო მასალა, მოირგეს ეროვნული სამოსი და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს მნიშვნელობა - „განსაკუთრებული ქართული ტანისამოსისა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 18 მაისს აღინიშნება. მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია