წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
26-05-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველ წელიწადს აღინიშნება. ტრადიციულად ამ აღნიშნვას შეუერთდა წონიარისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ისტორიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ჩაატარეს მინი ლექცია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და მოხატეს სკოლის ეზო.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია