სადახლოს N1 სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქართული ენის უკეთ შესწავლის მიზნით მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლა დიდ ყურადღებას აქცევს ქართული ენის შესწავლას.
სადახლოს N1 საჯარო სკოლის ინფორმაციით, ამჯერად მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა პოსტერი მოამზადეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლა მუდმავად ცდილობს მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნა გააღმაოს. ვინაიდან მოსწავლეების მიერ ქართული ენის შესწავლა მათი უკეთესი მომავლის გარანტიაა. აღნიშნული მიზნით, ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის აქტივობები.