„მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი პერიოდი“-ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების სკოლის დირექტორის მილოცვა კურსდამთავრებულებს
26-05-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ბოლო ზარი დაირეკა განახლების სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის!.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ღირსეულად გაართვეს თავი არსებულ ეპიდემიოლოგიურ გამოწვევებებსა და წარმატებით დაასრულეს ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი პერიოდი. 
მართალია არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ბოლო ზარს ჩვეულებრივი ჟრიამული არ ახლავს თუმცა განწყობა ამაღლებულია. 
გილოცავთ ახალგაზრდებო ახალ საფეხურზე გადასვლას. გისურვებთ დასახული მიზნების მიღწევას ქვეყნის სასიკეთოთ!.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას ვუხდით მე -12 კლასის დამრიგებელს ხათუნა დეკანაძეს, რთულ ვითარებაში დაკისრებული ვალდებულების წარმატებით წარმართვაში და სამომავლოდ ვუსურვებთ წარმატებებს!.“- აღნიშნულია ლიანა ბოლქვაძის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203