„ღირებული წარსულის ცოდნა განსაზღვრავს წარმატებულ მომავალს“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
26-05-2021
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
ინგლისური ენის პედაგოგის თამუნა კუხალაშვილის ხელმძღვანელობით ბავშვებმა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები წარმოადგინეს. მათ გააცოცხლეს საქართველოს ისტორია.
„სწორედ ღირებული წარსულის ცოდნა განსაზღვრავს წარმატებულ მომავალს“-აღნიშნა V კლასის მოსწავლემ ლიზი ქაროსანიძემ. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს სრულიად საქართველოს ეროვნული დღესასწაული -საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია