ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „სტუმარ-მასპინძელი“ დადგეს
26-05-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეცხრე კლასის მოსწავლეება ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ გააცოცხლეს.
„კავკასია...ქართველები და ქისტები...ტრადიცია და ძმადნაფიცობა... ძევრის სკოლის მე-9 კლასის მიერ ისტორიის გაკვეთილზე ვაჟა ფშაველას სტუმარ-მასპინძელი ჯოყოლა და ზვიადაური გავაცოცხლეთ. განსაკუთრებული მადლობა გიორგი ფანჩულიძეს და მანუჩარ ლაღაძეს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია