„გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ - თხილნარის N2 საჯარო სკოლამ დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა
26-05-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
„სკოლის მოსწავლეებმა და ისტორიის მასწავლებლებმა მზია დუმბაძემ და გიული მიქელაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საკლასო ღონისძიებები ჩაატარეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მოვლენები და ფაქტები. აღნიშნეს, რომ 26 მაისი საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომ ამ დღეს ქართველმა ერმა მიიღო დიდი ხნის ნანატრი თავისუფლება და იზეიმა საქართველოს დამოუკიდებლობა.
„ეს დღე ჩვენია - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ - არნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია