ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დროშებით მსვლელობა მოაწყეს
26-05-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშებით მსვლელობა მოაწყეს.
„დაიძრა ძევრის სკოლის სპა გაშლილი დროშებით, გილოცავთ ეროვნულ დღეს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს