დეხვირის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
26-05-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

„26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 103 წლის წინ ძალაში შევიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მართალია სულ რაღაც 3 წლით, მაგრამ ეს იყო პირველი დიდი ნაბიჯი თავისუფლებისკენ.

დეხვირის საჯარო სკოლამ მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა ეს ღირშესანიშნავი თარიღი.

ისტორიის მასწავლებელმა ჯონი მუშკუდიანმა ისაუბრა 26 მაისის მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა წაიკითხეს მათთვის საყვარელი ლექსები საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე, ასევე დადგეს მინი სპექტაკლი სახელწოდებით „გაცოცხლებული ისტორია“, რომელმაც მართლაც რომ გააცოცხლა 1918 წლის 26 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში განვითარებული მოვლენები. შესრულდა საქართველოს ჰიმნი დიდი მოწიწებითა და სიამაყით.

„გილოცაავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! მთლიან, თავისუფალ და ძლიერ ქვეყანაში გვეცხოვროს მრავალჟამიერ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203