„გისურვებთ ამაყად იაროთ და იამაყოთ, რომ მერჯევის სკოლის კურსდამთავრებულები ხართ“ - მერჯევის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა
26-05-2021

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა.

სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და დირექტორი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავენ. 

„ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული გწყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადებით.

ჩემო საყვარელო ბავშვებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბედნიერება და სიყვარული ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია. აქედან იწყებ თვალსაწიერის გაფართოებას, ახლის შეცნობას, კულტურას, ზნეობას. თქვენ ეს სკოლა გამოიარეთ და გამოიარეთ სწორად და ღირსეულად, გისურვებთ ამაყად იაროთ და იამაყოთ რომ მერჯევის სკოლის კურსდამთავრებულები ხართ, წინსვლა და წარმატება თქვენს სავალ გზას, უფალი გფარავდეთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ მილოცვაში.


იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203