„თავისუფლება განათლებით იწყება“- ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესი“ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
26-05-2021

ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესის“ ადმინისტრაცია ყველას ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სკოლის დირექცია ინფორმაციას ავრცელებს:

„თავისუფლება განათლებით იწყება, მხოლოდ მაშინ ხარ თავისუფალი, თუ იცი სად გინდა იყო, ვინ გინდა იყო, რა გინდა შექმნა და როგორ დაიცვა საკუთარი თავის უფლება. განათლებისკენ სწრაფვა ის პროცესია, რაც ქმნის პროგრესს, პროგრესი კი განათლების გარეშე არაფერია. ჩვენ, დღემდე მოვედით თავისუფლების სიყვარულით, და თუ დღეს აქ ვართ და გვქვია საქართველო, ეს სწორედ ამ სიყვარულითაა განპირობებული და იმ უწყვეტი პროგრესით, რამაც ქართველი ერი აქამდე მოიყვანა. დამოუკიდებლობა რჩეულთა ხვედრია, განათლებული, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების ხვედრი. 

სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას სხვანაირი გაფრთხილება სჭირდება. ჩემი, შენი, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა. 
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ჩვენია!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203