„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ისტორიას“ - სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პროექტი მიუძღვნეს
26-05-2021

„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ისტორიას“ - გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა შორენა ნოდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს  შემეცნებითი პროექტი მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო თემატური პოსტერები, ისწავლეს ლექსები, დახატეს და გააფორმეს სლოგანებით, მოამზადეს პრეზენტაცია. ბოლოს, მოაწყვეს ნამუშევრების გამოფენა - „ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი თაობა ვართ“, რომლებიც ვაგრძელებთ საქართველოს ისტორიას, ასევე იმღერეს საქართველოს ჰიმნი და სხვა სიმღერები.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა














 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203